საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტი

გუმათჰესი I

ელფოსტა ბეჭდვა PDF
გუმათჰესი

გუმათის ჰიდროსადგურები ქმნის კასკადური სადგურების კლასიკურ სქემას, რაც გულისხმობს დაბალი რეგულირების ჰიდროსადგურის ზევით, მარეგულირებელ წყალსაცავიანი ჰესის განთავსებას განთავსებას, დაბალრეგულირებადი სადგურის ენერგეტიკული პოტენციალის ამაღლების მიზნით.

 

 

გუმათის ჰიდროკვანძი მდებარეობს სოფ. ჟონეთთან, ქუთაისიდან 7კმ-ის დაშორებით მდ. რიონის კალაპოტში. თავიდან ლიუდინის მიერ შემოთავაზებული იყო მისი დერივაციული განხორციელების სქემა, მაგრამ მარცხენა ნაპირის რთული გეოლოგიური პირობების გამო უპირატესობა მიანიჭეს ინჟინერ პავლე შენგელიას მიერ შეთავაზებულ ვარიანტს, კაშხლის მშენებლობას კალაპოტური ჰიდროსადგურით, ხოლო ქვემო ბიეფში დერივაციული ტიპის გუმათის მეორე საფეხური დაიგეგმა.

გუმათი I-ის წყალსაცავი დღე-ღამური რეგულირებისაა 39,0 მლნ მ3 სრული და 13 მლნ.მ3 სასარგებლო მოცულობით. წყალსაცავი დამატებით იკვებება ლაჯანურის წყალსაცავში გადაგდებული მდ.ცხენისწყლის ხარჯით, რაც ზრდის კასკადის რეგულირების უნარსა და ენერგეტიკულ პარამეტრებს.

მდინარის ფსკერი შედგება 20მ სისქის ალუვიური გრუნტებისაგან, რომლისგანაც ის გაიწმინდა, დიაბაზური კლდოვანი ქანების დონეზე და განთავსდა გუმათი I-ის კაშხალი. კაშხალი შედგება შუა წყალსაშვიანი და ორი სანაპირო ყრუ ნაწილისაგან. წყალსაშვიანი ნაწილი 71მ სიგრძისაა, სამშენებლო სიმაღლე 52,5მ-ია, ხოლო ფსკერის სიმაღლე შეადგენს 19 მ-ს. წყალსაშვის თხემი ბურჯების საშუალებით გაყოფილია 14მ სიგანის 4 მალად. მისი მაქსიმალური წყალგამტარობა 2560 მ3/წმ-ში. წყალსაშვის მალებს შორის მოთავსებულია ორმაგი ფარები, რომელთა რეგულირება წარმოებს 100ტ ტვირთამწეობის ინდივიდუალური სტაციონარული მექანიზმებით. კაშხლის სამ მალს ქვედა ბიეფში აქვს წყლის ენერგიის ჩამქრობი ბეტონის წყალსაცემი ჭა და მარჯვენა ნაპირზე განთავსებულია ჭავლის მიმმართველი ბეტონის კედელი. მდინარის ფსკერის ქვეშ ზემო ბიეფის მხრიდან 9 მეტრის სიღრმეზე კაშხლის ფუძეში მოწყობილია სასმელი წყლის ასაღები ფილტრის საფარიანი გალერეა, საიდანაც წყალი ლითონის მილით შედის ტუმბოების სათავსოში, აქედან წყალი გადადის რეზერვუარებში საბოლოო მოხმარებისთვის. კაშხლის ყრუ ნაწილის მარჯვენა მხარის სიგრძე 74,6 მ-ია, მარცხენასი-კი 69,9მ. მის თხემზე გადის 6,9მ საავტომობილი გზა.

კალაპოტური ჰესის შენობა მდებარეობს მარცხენა ნაპირზე, ყრუ და წყალსაშვებ ნაწილებს შორის. ტურბინებს წყალი მიეწოდება კაშხლის ტანში ჰესის შენობის უკან განთავსებული 4 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი 5მ სიგანის კამერების საშუალებით, ფილტრაციის თავიდან აცილების მიზნით სადაწნეო მილები მოსახულია ლითონით. წყალმიმღები დაცულია ტივტივა ნატანისაგან ხშირი გისოსით. მათი გაწმენდა ხდება მექანიზმებით ან ჰიდრომონიტორებით. წყალმიმღები კამერის გამტარუნარიანობა 53,5 მ3/წმ. წყალმიმღების საკეტებს ემსახურება სწრაფჩამშვები სპეციალური ჯალამბრები, ხოლო გისოსების, სარემონტო შანდორების, გამრეცხი გალერეისა და გადასაშვები გალერეის საკეტებს მომსახურებას უწევს 30 ტონიანი ხიდურა ამწე.

სამანქანო დარბაზში ოთხი (კაპლანის ტიპის) მბრუნავ ფრთიანი, ვერტიკალურ ღერძიანი აგრეგატია, რომლებიც  დამზადებულია ფინეთში ფირმა ,,ტამპელას” მიერ. გენერატორები დაამზადა ავსტრიულმა ფირმამ ,,სიმენს-შუკერტმა”. თითოეული აგრეგატის სიმძლავრე 11მგვტ-ია საანგარიშო 24,5მ დაწნევაზე და 53,5მ3/წმ-ხარჯზე. ჰესის დადგმული სიმძლავრე 44 მგვტ-ია სამანქანო დარბაზს მოწყობილობების გადასატანად დარბაზის ნებისმიერ წერტილში, ემსახურება ხიდურა ამწე 125/20ტ ტვირთამწეობით. გამწოვ მილზე სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად მის ბოლოში, სარემონტო ფარების ჩასაშვები ღარებია გათვალისწინებული. გუმათჰესის გაჩერების შემთხვევაში კაშხლის ტანში მოწყობილია ცალკე წყალმიმღები, რომელიც მიაწვდის წყალს გუმათი II-ს. მისი გამტარუნარიანობა მაქსიმალური დაწნევის პირობებში 105მ3/წმ-ია. ჰესის სადაწნეო კედელში მოწყობილია ოთხი გამრეცხი გალერეა კვეთით 2*2მ, რომლებზეც დამონტაჯებულია სარემონტო და მუშა საკეტები. გალერეები მოპირკეთებულია ქვით და ლითონით, მათი გამტარუნარიანობა 64მ3/წმ-ია. ჰესის ცენტრალური მართვის პულტი და დახურული გამანაწილებელი მოწყობილობა განლაგებულია ჰესის შენობაში. ღია გამანაწილებელი მოწყობილობა მდებარეობს მარცხენა ნაპირზე და დაკავშირებულია გუმათი II-თან. გუმათი I-ის ჰიდროკვანძის მშენებლობა დასრულდა 1958წ-ის დეკემბერში.


 

ბოლოს განახლდა ( WEDNESDAY, 20 JANUARY 2010 13:39 )  
You are here:

საკონტაქტო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების, მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი 

  • Tel: (+995 32)  333051
  • Fax: (+995 32) 333058
  • Email: 4testuse  at  gmail.com
  • Website: www.hpep.ge