ვარციხეების კასკადი

ბეჭდვა
Sample image

 ოთხ საფეხურიანი ვარციხეჰესების კასკადში შემავალი ჰესები აიგო ბოლო პერიოდში და ისინი ერთმანეთის იდენტურები არიან.

საანგარიშო დაწნევა 15მ, საანგარიშო ხარჯი 350მ3/წმ, და ბოლოს დადგმული სიმძლავრე-46მგვტ. ვარციხის პირველი საფეხური აგებულია მდ. რიონის კალაპოტში. დასაშლელი ტიპის კაშხალი ქმნის შეტბორვას და ქმნის არასრული დღე-ღამური რეგულირების წყალსაცავს. დასაშლელი ტიპის კაშხალი იყოფა 4 მალად. მალები დახურულია  რუსული გ-ს მაგვარი სეგმენტური საკეტებით, რომლითაც შესაძლებელია ზემო ბიეფიდან ტივტივა ნატანისა და ჭარბი წყლის გადაგდება. მათი ამძრავი მექანიზმი ბურჯებშია ჩამონტაჟებული. მალებს შორის ბურჯებზე მოწყობილია საავტომობილო გზა. მდინარის მარცხენა ნაპირზე განთავსებულია წყალმიმღები, საიდანაც წყალი მიმყვანი არხით მიეწოდება ჰესის შენობას. ჰესის შენობაში ორი კაპლანის ტიპის მოსაბრუნებელ ფრთიანი აგრეგატია. ჰესში გამონამუშევარი წყალი წვემო ბიეფში მოწყობილი გამყვანი არხით მიეწოდება შემდეგ საფეხურს. კასკადში შემავალი სადგურები ერთმანეთთან დაკავშირებულია არხებით და წარმატებით იყენებენ რიონის მარყუჟით შექმნილ ვარდნას. ექსპლუატაციაში ვარციხეჰესები შევიდა თანმიმდევრობით 1976წ., 1978წ., 1980წ. და 1988წ. მათი ჯამური სიმძლავრე 184მგვტ. 

ბოლოს განახლდა ( WEDNESDAY, 17 MARCH 2010 08:13 )